ირაკლი ქადაგიშვილი: თუ დემონსტრანტების მხრიდან კანონის დარღვევა, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპაში კატეგორიულად მიუღებელია, ამ შემთხვევაში საქართველოზე გაბრაზებული ევრობიუროკრატებისათვის, რა თქმა უნდა, მისაღებია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთსა და საქართველოში საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების მიმართ ევრობიუროკრატიის ორმაგ სტ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთსა და საქართველოში საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების მიმართ ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
„თუ არ გამოდის სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გაბრაზება კიდევ უფრო ღრმავდება. თუ დემონსტრანტების მხრიდან კანონის დარღვევა, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა თუ სხვა ამგვარი, ევროპაში კატეგორიულად მიუღებელია, ამ შემთხვევაში საქართველოზე გაბრაზებული ევრობიუროკრატებისათვის, რა თქმა უნდა, მისაღებია. თუ იქ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს სწორედ იმიტომ, რომ კანონი დაარღვიეს, მათ შორის - მანიფესტაციებთან დაკავშირებული, საქართველოში ასეთი დამრღვევები „თვითნებურად დაპატიმრებულებად“ მიიჩნევიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


