პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები "სანიტასში“ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები "სანიტასში“ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ
ფოტო: ფრონტნიუსი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.მოადგილეებმა მოზარდების მშობლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მისი მთავარი თემა მიმდინარე წელს დანერგილი ახალი პროგრამა – „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, მისი განხორციელების პროცესი, არსებული საჭიროებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები იყო.პროგრამა მიზნად ისახავს 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქცევითი სირთულეების შემცირებას, სოციალური უნარების განვითარებასა და ოჯახების მხარდაჭერას. მომსახურება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას, მშობლების კონსულტირებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.მინისტრის მოადგილის ლელა სურმანიძის განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების დროულ მხარდაჭერას, მათი განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ოჯახური გარემოს გაძლიერებას. მომავალი წლიდან სამინისტრო პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 116 ბენეფიციარი, ხოლო მისი ბიუჯეტი 360 000 ლარს შეადგენს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 17:58. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ