დავით მათიკაშვილი - არის უმწიფარი მცდელობა იმისა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იმდაგვარად მოთარგმნონ, თითქოს გასაჩივრების უფლება ვინმეს ერთმევა - ეს სრული აბსურდი და ტყუილია!
არის უმწიფარი მცდელობა იმისა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები
06.11.2026 / 17:28
დავით მათიკაშვილი - არის უმწიფარი მცდელობა იმისა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იმდაგვარად მოთარგმნონ, თითქოს გასაჩივრების უფლება ვინმეს ერთმევა - ეს სრული აბსურდი და ტყუილია!
არის უმწიფარი მცდელობა იმისა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იმდაგვარად მოთარგმნონ, თითქოს გასაჩივრების უფლება ვინმეს ერთმევა, რაც სრული აბსურდი და ტყუილია! - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმია სწორედ ის ფორმატი, რაზეც ყველა დაინტერესებულმა პირმა საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს! - ასე განმარტავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი სიახლეს, რომელიც ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში შედის.
მათიკაშვილის თქმით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მხოლოდ ორ საკითხზე იქნება დამოკიდებული - რამდენად ასახავს ტექნიკური თვალსაზრისით ცესკო საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ინფორმაციას და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მათიკაშვილის განცხადებით, სასამართლო ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმზე დაწერილ საჩივარს წარმოებაში იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ თვალსაზრისით რაიმე სახის ტექნიკურ შეცდომას ნახავს.
მისივე შეფასებით, ეს ლოგიკურად სწორია, რადგან რეალური დავა საუბნო კომისიის წიაღში ხდება.
„ცალკეულმა ძალებმა არასწორად აიტაცეს ნოვაცია და სათავისო ინტერპრეტაციით განმარტეს, რომ თითქოს ვინმეს გასაჩივრების უფლება ერთმევა. გასაჩივრების უფლებას როგორ აქამდე იყო კანონით დადგენილი, ხელს არავინ ახელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმია სწორედ ის ფორმატი, სადაც ყველა დაინტერესებულმა პირმა საარჩევნო უბანზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და შესაბამისი საჩივარი შეიტანოს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ყველა არჩევნების - საპარლამენტო, დედაქალაქის მერისა და საკრებულოს არჩევნების, მუნიციპალიტეტების არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შედგენილი იქნება კენჭისყრიდან 15 დღის ვადაში. ყველა ტიპის არჩევნების შედეგების შეჯამებას ცესკო განახორციელებს. არჩევნების შეჯამების პროცესში საოლქო კომისიები მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
SAY.GE · უმწიფარი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

