პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე

7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

06.11.2026 / 16:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო).

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 16:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ