პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

06.11.2026 / 11:26

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

„გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის რომ საპყრობილეს თავი დავაღწიე, მაინც და მაინც ბედნიერების საფუძველს არ მაძლევს“,- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

პროკურატურა ირაკლი ჩხვირკიას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მას საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპროცესო პირობების მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:26. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ