პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აშშ-ის საელჩო: კორტნი ოსტრიანი შეხვდა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რათა განეხილა ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება

აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კორტნი ოსტრიანის საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც საელჩო აღნიშნავს, განხილვის თემა ორ...

აშშ-ის საელჩო: კორტნი ოსტრიანი შეხვდა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რათა განეხილა ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება
ფოტო: ინფო 9
აშშ-ის საელჩო: კორტნი ოსტრიანი შეხვდა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რათა განეხილა ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება

აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კორტნი ოსტრიანის საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, განხილვის თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის საკითხი იყო.

„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს 4 ნოემბერს შეხვდა. 

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ