პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში უმაღლესმა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

06.11.2026 / 05:51

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში უმაღლესმა რადამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

„ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის დროს ჯარისკაცის პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჯარისკაცები სიცოცხლეს რისკავენ. არჩევნების დაშვება, მაგრამ ჯარისკაცებისთვის ხმის მიცემის უფლების არ მიცემა, უსამართლოა. ეს 100%-ით უსამართლოა. შესაძლოა განვიხილოთ ონლაინ არჩევნები. შეგვიძლია ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხზეც დავფიქრდეთ. შესაძლოა, ეს რეალურად განხორციელდეს, თუმცა ამისთვის პარლამენტმა გამოსავალი უნდა მოძებნოს და გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სწორედ ჯარისკაცებმა შეინარჩუნეს და აგრძელებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვას და, შესაბამისად, მათი ძირითადი უფლების უზრუნველყოფა, აირჩიონ სახელმწიფოს მეთაური, სამართლიანი საარჩევნო პროცესის ფუნდამენტური პირობაა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 05:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ