პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობს

საქართველოს პარლამენტის აპარატი საოპერაციო პროდუქტიულობის გასაზრდელად თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, უწყება „ChatGPT Business“-ის 7 მომხმარებელზე გათვლილი, ერთწლიანი მომსახურების უტენდეროდ შეძენა სურს…

პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობს
ფოტო: ნეტგაზეთი

05.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საქართველოს პარლამენტის აპარატი საოპერაციო პროდუქტიულობის გასაზრდელად თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვას იწყებს.

სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, უწყება „ChatGPT Business“-ის 7 მომხმარებელზე გათვლილი, ერთწლიანი მომსახურების უტენდეროდ შეძენა სურს, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 500 ლარი დაიხარჯება.

ამ პლატფორმის სამუშაო პროცესში ინტეგრირების ინიციატივა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტსა და საბიუჯეტო ოფისს ეკუთვნით.

შესყიდვის ოფიციალურ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა უწყებას სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში, დიდი მოცულობის ტექსტური მონაცემების სწრაფ ანალიზსა და დროის ეფექტიან გადანაწილებაში დაეხმარება.

შესყიდვა გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების მეთოდზე დაყრდნობით ხორციელდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, „ChatGPT Business“ ამერიკული კომპანია OpenAI-ის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.  პარლამენტის მტკიცებით, ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს იურისდიქციაში არ არსებობს პლატფორმის ალტერნატიული ადგილობრივი ანალოგი, რომელიც უწყებას იდენტურ ტექნიკურ მოქნილობასა და მონაცემთა დაცვის ბიზნეს-სტანდარტებს შესთავაზებდა.

მომსახურების შეძენა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან, ონლაინ გამოწერის გზით უნდა განხორციელდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესში ნებისმიერი სხვა შუამავალი პირის ჩართვა დამატებითი საკომისიო ხარჯების წარმოშობას გამოიწვევდა, ონლაინ შესყიდვა კი ადგილობრივი ფასნამატისგან თავის არიდების საუკეთესო გზაა.

პარლამენტის აპარატის შერჩეული 7 თანამშრომელი „ChatGPT Business“-ის სერვისით 2026 წლის 11 ნოემბრიდან 2027 წლის 11 ნოემბრამდე ისარგებლებს.

პარლამენტის განცხადება ამ შესყიდვაზე ამ ეტაპზე განხილვის ეტაპზეა

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: დათო ქოქოშვილი · გამოქვეყნდა 05.11.2026, 23:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ