პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

The Economist - უკრაინის მოსახლეობა სულ რაღაც 14 წელიწადში 25 მილიონამდე შემცირდება

ფართომასშტაბიანი ომი, მასობრივი ემიგრაცია, დანაკარგები ფრონტზე და რეკორდულად დაბალი შობადობა უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავებას იწვევს. გაეროს პროგნოზი

The Economist - უკრაინის მოსახლეობა სულ რაღაც 14 წელიწადში 25 მილიონამდე შემცირდება
ფოტო: ფრონტნიუსი

ფართომასშტაბიანი ომი, მასობრივი ემიგრაცია, დანაკარგები ფრონტზე და რეკორდულად დაბალი შობადობა უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავებას იწვევს. გაეროს პროგნოზით, თუ ვითარება არ შეიცვლება, 2040 წლისთვის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლოა, დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი დარჩეს. ამის შესახებ გამოცემა The Economist წერს.დემოგრაფიული დანაკარგების მასშტაბიპუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლოებით 37 მილიონიდან 27–28 მილიონამდე შემცირდა. ამ დემოგრაფიული დანაკარგის უდიდესი ნაწილი ლტოლვილებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილებზე მოდის, სადაც დღემდე 3–5 მილიონი უკრაინელი იმყოფება.დემოგრაფიაზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს იძულებითი ემიგრაცია. საზღვარგარეთ, ძირითადად ევროპის ქვეყნებში, 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. ამასთან, სულ უფრო ნაკლები ლტოლვილი გეგმავს სახლში დაბრუნებას: ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს ასეთი 74% იყო, ახლა კი მხოლოდ 43%.კრიტიკულად დაბალი შობადობადემოგრაფების თქმით, მობილიზაცია, საბრძოლო დანაკარგები და გაურკვევლობა ბევრ უკრაინელ წყვილს ბავშვის გაჩენის გადადებას აიძულებს.სტატისტიკა საგანგაშოა: თუ 2020 წელს უკრაინაში ერთ ქალზე საშუალოდ 1,2 ბავშვი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,8–0,9-ს შეადგენს. მოსახლეობის სტაბილური აღწარმოებისთვის კი აუცილებელია 2,1 მაჩვენებელი.ხელისუფლება ფინანსური სტიმულირებით ცდილობს შობადობის კლების შეჩერებას. ახალი კანონი ითვალისწინებს ბავშვის დაბადებისთვის 50 ათასი გრივნის გადახდას და პირველი წლის განმავლობაში ყოველთვიურ 7 ათას გრივნიან დახმარებას. ასევე, სახელმწიფო აფინანსებს უშვილობის მკურნალობას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ უფასოდ გაყინონ კვერცხუჯრედები ან სპერმა. თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ ასეთი ზომები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას ომის დროს.ომის შემდგომი პერსპექტივებიომის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის დეფიციტის დაძლევის ერთ-ერთი შესაძლო გზა უცხოელი მუშახელის მოზიდვა შეიძლება გახდეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, უკრაინას უკვე აკლია დაახლოებით 2,5 მილიონი მუშა ხელი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დარია მარჩაკი აღნიშნავს, რომ უცხოელების მოზიდვა მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ უკრაინელების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული.ამავდროულად, როგორც The Economist აღნიშნავს, ომის დასრულებაც კი არ იძლევა სწრაფი დემოგრაფიული აღდგენის გარანტიას. 1990-იან და 2000-იან წლებში დაბადებული თაობები უკრაინის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანია, ამიტომ ომის შემდგომ შობადობის მკვეთრი მასობრივი მატება ნაკლებად სავარაუდოა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 05.11.2026, 23:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ