ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მთავრობამ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დაუბრუნა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.

მთავრობამ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დაუბრუნა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 18:33

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.

“საბიუჯეტო კოდექსისა“ და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განახლებული ვარიანტის წარდგენის ბოლო ვადა 5 ნოემბერია.

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი ბიუროს სხდომაზე სწორედ დღეს გავიდა.

“კომიტეტებს ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები, წინადადებები ჰქონდათ. დაბრუნდა საქართველოს მთავრობის მიერ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. პროექტი განსახილველად გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და ყველა კომიტეტს, ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს ინფორმაციის სახით დაურიგდებათ,“ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 18:33. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ