გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო სიიდან როდესაც შენს ლოგოს ამოიღებენ, ეს გარიცხვას ნიშნავს.
„ნაცმოძრაობას“ უნდა, ყველაფრის მმართველი სააკაშვილი იყოს და მისი ბანერებით იარონ. სხვებს სურთ, რომ სააკაშვილის ბანერი არ გამოჩნდეს, რადგან ეს ახალგაზრდებში გაღიზიანებას იწვევს, ვინაიდან ზუსტად იციან, ახალგაზრდებს ქუჩაში მართლა დახვრეტენ. აბა, იმაზე კი არ დავობენ, საქართველოში როგორ შეინარჩუნონ სტაბილურობა და სამშვიდობოს გაიყვანონ. როცა საერთო სიიდან შენს ლოგოს ამოიღებენ, რა თქმა უნდა, ეს გარიცხვას ნიშნავს, მაგრამ დიდი ხანია, ისინი ალიანსიდან გარიცხულები არიან და ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია. მას მიაჩნია, რომ ყველა მას უნდა დაექვემდებაროს. დანარჩენებს მიაჩნიათ, რომ არანაირი წვლილი არ მიუძღვნათ იმ სისხლის ზღვაში, როდესაც ქვეყანას სააკაშვილი მართავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

