ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალსახად მიკერძოებული დოკუმენტი, რომელიც, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან გამოყენებულია ქართულ სახელმწიფოზე როგორც მორიგი ერთგვარი თავდასხმა და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი

„ეს არის ცალსახად მიკერძოებული დოკუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან გამოყენებულია ქართულ სახელმწიფოზე როგორც მორიგი ერთგვარი თავდასხმა და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმ...

თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალსახად მიკერძოებული დოკუმენტი, რომელიც, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან გამოყენებულია ქართულ სახელმწიფოზე როგორც მორიგი ერთგვარი თავდასხმა და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი
ფოტო: ინფო 9

„ეს არის ცალსახად მიკერძოებული დოკუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან გამოყენებულია ქართულ სახელმწიფოზე როგორც მორიგი ერთგვარი თავდასხმა და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

ჭეიშვილის თქმით, ანგარიში აბსოლუტურად ცალმხრივ რეჟიმში მომზადდა.

„რაც შეეხება ამ პროცესს - გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, ჯერ ალბათ სასურველია დავიწყოთ იმ ანალიზით, რომელიც შეეხება საკუთრივ პროცედურულ ასპექტებს, თუ რა ფორმატში და როგორ მომზადდა ეს აბსოლუტურად უსამართლო დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებით. უმარტივესია შესაბამისი ანალიზის გაკეთება, ვინაიდან საკუთრივ ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ივნისიდან პოლიტიკური დიალოგი ქართულ მხარესთან, საქართველოს ხელისუფლებასთან შეჩერებულია და ეს პროცესი ერთგვარად გაყინულია. ამიტომ, მათ შორის, შარშანდელი გაფართოების ანგარიში ისევე, როგორც წლევანდელი, მათ მიერ მომზადდა აბსოლუტურად ცალმხრივ რეჟიმში. ანუ, ისინი არ შემოდიან კომუნიკაციაში საქართველოს ხელისუფლებასთან, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანოებთან. თვითონვე ცდილობენ, რომ საკუთარი მიგნებებით. ამავდროულად, კონკრეტული პოლიტიკურად მოტივირებული მხარეების ჩართულობით, მათ ანგარიშებზე დაყრდნობით, მათ შორის იგულისხმება „ენჯეო“ სექტორი, შეთხზან ასეთი ტიპის დოკუმენტები, რომლებსაც საერთო ჯამში არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც სამართლებრივად არგუმენტირებული პოზიციები მათი მხრიდან. ან, ზოგადად, მოვლენათა სწორი, თანმიმდევრული და ჯანსაღი ანალიზი. ეს არის ცალსახად მიკერძოებული დოკუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ ევრობიუროკრატიის მხრიდან, გამოყენებულია როგორც მორიგი ერთგვარი თავდასხმა და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი ქართულ სახელმწიფოზე“, - აღნიშნა მან.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 18:20. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ