ბომბზე ცრუშეტყობინებების გამო ევროპაში თვითმფრინავებს იძულებით დაეშვება მოუწიათ
ევროპის ქვეყნებში ბომბების შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო თვითმფრინავებს ერთი მეორის მიყოლებით იძულებით დასხდომა მოუწიათ. Reuters-ის ცნობით, ფსიქოლოგიური ტერორის მიღმა, რასაც თან ფინანსური ზარალიც ახლავს, შესაძლოა რუსეთი ან ირანი იდგნენ. ცრუ შეტყობინებების სამიზნე ამა თუ იმ ფორმით: ირლანდია…
ევროპის ქვეყნებში ბომბების შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო თვითმფრინავებს ერთი მეორის მიყოლებით იძულებით დასხდომა მოუწიათ.
Reuters-ის ცნობით, ფსიქოლოგიური ტერორის მიღმა, რასაც თან ფინანსური ზარალიც ახლავს, შესაძლოა რუსეთი ან ირანი იდგნენ.
ცრუ შეტყობინებების სამიზნე ამა თუ იმ ფორმით: ირლანდია, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი და ბელგია გახდნენ. ავიაკომპანიები ან ამ ქვეყნებს ეკუთვნოდათ, ან მათ თვითმფრინავებს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მოუწიათ დაშვება.
5 ნოემბრის მოვლენები პირველი შემთხვევა არ არის, სამშაბათს, 3 ნოემბერს მუქარის შემცველი განცხადება 7 რეისზე გაიგზავნა, შეტყობინება მაშინაც ტყუილი აღმოჩნდა.
11-12 ოქტომბერს საფრანგეთში, ხოლო 2 ნოემბერს შვედეთში ბელგიასა და ლუქსემბურგში სუპერმარკეტების მაცივრები დაჰაკეს. დისტანციურად ტემპერატურას 50°C-ზე აუწიეს და მათში შენახული პროდუქცია გააფუჭეს.
SAY.GE · დაეშვება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


