ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პრემიერ-მინისტრი - ლევან მურუსიძე არ იყო არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედი და არც იმ რეჟიმის ავტორი - ის მაშინ იყო მოსამართლე

ლევან მურუსიძე იყო მაშინ მოსამართლე. ის არ იყო არც იმ რეჟიმის შემოქმედი, არც იმ რეჟიმის ავტორი.

პრემიერ-მინისტრი - ლევან მურუსიძე არ იყო არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედი და არც იმ რეჟიმის ავტორი - ის მაშინ იყო მოსამართლე
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 13:02

პრემიერ-მინისტრი - ლევან მურუსიძე არ იყო არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედი და არც იმ რეჟიმის ავტორი - ის მაშინ იყო მოსამართლე

ლევან მურუსიძე იყო მაშინ მოსამართლე. ის არ იყო არც იმ რეჟიმის შემოქმედი, არც იმ რეჟიმის ავტორი. ამ რეჟიმის შემოქმედები და ავტორები ვინ იყვნენ, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „ლევან მურუსიძე ვინ იყო მაშინდელ პროცესში“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელში არიან სახეები, რომლებიც „იყვნენ მაშინდელი რეჟიმის შემოქმედნი“.

„სარჩელში არიან კონკრეტული პარტიების ლიდერები, წამყვანი სახეები. ზუსტად ეს ადამიანები იყვნენ მაშინდელი რეჟიმის შემოქმედები. თქვენ იცით, ვინ არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, ვინ არიან „ახალის“ ლიდერები, ვინ არიან „ფედერალისტების“ ლიდერები, შესაბამისად, აქ ლოგიკური დასკვნის გაკეთება ძალიან მარტივია. რაც შეეხება ორ დანარჩენ პარტიას, მათ მიმართ სარჩელი არსებითად უკავშირდება იმ საქმიანობას, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:02. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ