ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე: რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ, გვარებს ვერ გვეუბნებიან, მაშინ გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად

„ჩვენ მოგვიწია დაახლოებით სამი ათასი ადამიანის დაპატიმრება ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...

ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე: რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ, გვარებს ვერ გვეუბნებიან, მაშინ გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად
ფოტო: ინფო 9

„ჩვენ მოგვიწია დაახლოებით სამი ათასი ადამიანის დაპატიმრება ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს ადმინისტრაციულ სანქციას.

„როდესაც საუბარია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება. ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს ადმინისტრაციულ სანქციას. ჩვენ მოგვიწია დაახლოებით სამი ათასი ადამიანის დაპატიმრება ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციაში. თუ თქვენი პოზიციაა, რომ ეს ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ დემოკრატიასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ვინ ზის ციხეში საპირისპირო აზრისთვის. სავალი გზის ბლოკირებისთვის ჯერ არის ფინანსური ჯარიმა და შემდეგ მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც როგორც წესი, მაქსიმუმ 2 კვირით შემოიფარგლება ხოლმე. ეს არ ეხება ციხეებში ადამიანების მოთავსებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის ანგარიშზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაასახელონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ.

„რას მიგვითითებენ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი? გვარებს ვერ გვეუბნებიან, რადგან არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობისა და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად, ეს კი არ უნდათ. სურთ, ზოგადი ფრაზებით ისაუბრონ, თუმცა ასე არ გამოვა. კეთილი ინებონ და წარმოადგინონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ.

ჩვენ ყოველ ჯერზე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ღია დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და საზოგადოების თვალწინ წარიმართოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:01. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი კობახიძე - რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთფრონტნიუსი · 13:15 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ