ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია

ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა,

ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 11:32

ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია

ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით მიდგომები, ორმაგი სტანდარტი და ხელის გადაგრეხის პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე სასაუბროდ მზადაა.

„როგორც ვხედავთ, ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. საქართველოსთან მიმართებაში რიტორიკას, მიდგომებს არ ცვლის. ამ ანგარიშში ადამიანებს ეძახის პოლიტპატიმრებს, რომლებიც მაგალითად, "მოლოტოვის კოქტეილით" პოლიციელებს წვავენ. რატომღაც მსგავსს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებით არ აკეთებენ. ეს არის არასწორი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი, ხელის გადაგრეხის პრინციპი, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში არაფერი შეცვლილა. ევროკავშირი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. ეს არის ცუდი სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობისთვის.

ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე სასაუბროდ. ჩვენ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი. თუ ვინმეს აქვს შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში," - განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს - "ქართული ოცნების" დეპუტატი აღნიშნავს, რომ ელჩი თავის შეფასებებში არაზუსტი იყო.

"მისი მწვავე კრიტიკა არაერთხელ გვინახავს. ის საუბრობს რომ ჩვენ გვაქვს არასწორი პოლიტიკა, სინამდვილეში კი პირიქითაა - ზუსტად ევროკავშირი ატარებს არასწორ პოლიტიკას. ევროკავშირმა უნდა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით მიდგომები და ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს," - აღნიშნა ჭეიშვილმა

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 11:32. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირიაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ