საქართველოს მთავრობის ინიციატივას - „ჩემი პირველი ნერგი“ ბათუმიც შეუერთდა
საქართველოს მთავრობის ინიციატივას - „ჩემი პირველი ნერგი“ ბათუმიც შეუერთდა.პროექტის ფარგლებში პირველკლასელებმა უკვე 850-მდე ნერგი დარგეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა
საქართველოს მთავრობის ინიციატივას - „ჩემი პირველი ნერგი“ ბათუმიც შეუერთდა.პროექტის ფარგლებში პირველკლასელებმა უკვე 850-მდე ნერგი დარგეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს სანაპიროს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეში.ბათუმის მერია აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში. მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა და ბოტანიკურმა ბაღმა უზრუნველყო ნერგების დასარგავად შესაბამისი ტერიტორიების მომზადება და ადგილზე ღონისძიების ორგანიზება.ნერგების დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.ღონისძიება ბათუმში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ჯამში 3 000-მდე ნერგი დაირგვება. ქვეყნის მასშტაბით კი, პროექტში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს და თითოეული მათგანი საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.პროექტის მიზანია ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივა მოსწავლეებს გარემოს დაცვის პროცესში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული გამოცდილებით ასწავლის.პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
SAY.GE · შეუერთდა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

