პაველ ჰერჩინსკი - ხელისუფლების გაცხადებული ნება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში
საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე,
04.11.2026 / 19:36
პაველ ჰერჩინსკი - ხელისუფლების გაცხადებული ნება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში
საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ასევე, ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებს - ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ, ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშით ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა სულ უფრო მეტად უახლოვდება წევრებს, რაც თვალსაჩინოს ხდის, თუ რა მნიშვნელობა აქვს გატარებულ პოლიტიკას.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო კანდიდატია ქვეყანა მხოლოდ ფურცელზეა.
„გაფართოების პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი გვაჩვენებს ძალიან მკაფიო სურათს, რომ გაფართოება წინ მიდის. როგორც ახლა ახსენეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა - კაია კალასმა და ევროკომისარმა კოსმა ბრიუსელში, წელს გაფართოების პროცესმა მოიტანა კიდევ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე ნებისმიერ ეტაპზე გასული 255 წლის განმავლობაში. ეს არის მიღწევა არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების, არა მხოლოდ ევროკომისიის, არამედ ეს არის მიღწევა ჩვენი წევრი სახელმწიფოების. მე მოხარული ვარ, რომ რამდენიმე კოლეგა, რომელიც წარმოადგენს ამ წევრ სახელმწიფოებს ჩვენთან ერთად იზიარებს ამ სიტუაციას.
წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით კვლავაც ეყრდნობა ობიექტურ კრიტერიუმებს და თითოეული ქვეყნის მიღწევებს. მათ შორის ძირითად საკვანძო ღირებულებები განსაზღვრავს მოლაპარაკების ტემპს. 2026 წლის გაფართოების პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯია ამ მიმართულებით. წინსვლა, რომელიც ჩვენ წელს ვიხილეთ ასევე გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის. ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ევროკავშირის წევრობისკენ, სხვების პროგრესი საკმაოდ ნელია. ზოგიერთ შემთხვევაში კი სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ რეგრესს. ეს განსხვავებები გვაჩვენებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რატომ, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება. გაფართოების პაკეტი ეხება ევროკავშირის მომავალს, ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში. მიმდინარე უკუსვლა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ აქ ვაკვირდებოდით გასული წლის განმავლობაში, ადასტურებს რომ საქართველო სამწუხაროდ რჩება ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით და კვლავაც უარს ამბობს იმ უპირატესობებზე რომლებსაც იძლევა კანდიდატის სტატუსი და წინა მოლაპარაკებების ეტაპი. საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ასევე ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებს. ასევე მნიშვნელოვანია რომ კიდევ უფრო შესუსტდა სამოქალაქო სივრცე. სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად. ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს და ის რომ ისინი ახერხებენ განახორციელონ საკვანძო ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
SAY.GE · გაწევრიანდნენ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
პაველ ჰერჩინსკი - ხელისუფლების გაცხადებული ნება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებშიპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
