ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მარტა კოსი - საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე უწყვეტი

მარტა კოსი - საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს
ფოტო: ფრონტნიუსი

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე უწყვეტი თავდასხმების გზით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა.მისი თქმით, ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. "საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე უწყვეტი თავდასხმების გზით. მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო.ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს", - განაცხადა მარტა კოსმა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 17:43. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ