ავიარეისზე არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე 29 წლის საქართველოს მოქალაქე 16 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.
პოლონეთში, ბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე, 29 წლის საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ინციდენტი ფრენის დროს მოხდა. 29 წლის მამაკაცი, რომელიც 16 წლის გოგონას გვერდით იჯდა, მასზე შეხებას შეეცადა. მოზარდმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მისმა დედამ დაუყოვნებლივ აცნობა მომხდარის შესახებ ბორტის პერსონალს. ეკიპაჟმა სწრაფად იმოქმედა: დააშორა მამაკაცი დაზარალებულს და დაუყოვნებლივ შეატყობინა ფრენების მართვის ცენტრს.
თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე, ბორტზე მესაზღვრეები და პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ. მათ ბრალდებული თვითმფრინავიდან გაიყვანეს და დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი. დაკავების მომენტში იგი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი · 15:53
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →