ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს - Batumelebi

ბათუმის მერია • ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია •

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.

ეს თანამდებობა გუშინ, 3 ნოემბერს დავით მჭედლიძემ დატოვა.

მერიის ინფორმაციით, თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია:

„სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში“, – წერს მერია.

მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის ახალ უფროსს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კერძოდ მას ანტიკორუფციულ სააგენტოში უმუშავია.

ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ქალაქის მნიშვნელოვანი საზედამხედველო სფეროები აბარია, მათ შორის – მშენებლობა.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ცაგო კახაბერიძე · გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:42. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებსფრონტნიუსი · 14:22 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ