ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღ

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს
ფოტო: ფრონტნიუსი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში.აქვს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.ამ დრომდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს - Batumelebiბათუმელები · 14:42 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ