ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”.საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთ...

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება
ფოტო: ინფო 9
პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”.

საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი „ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყებაინტერპრესნიუსი · 14:21 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ