ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა მატარებლების ავარიის შემდეგ
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე გადადგა ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებიდან ექვსი დღის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. BBC-ის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება კონგრესში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ჩვენება მისცა. “ისეთი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი…
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე გადადგა ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებიდან ექვსი დღის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.
BBC-ის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება კონგრესში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ჩვენება მისცა.
“ისეთი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, როგორიც ესპანეთია, არ შეიძლება დარჩეს თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლებ დროში ამ სიმძიმის ორი ავარიის შემდეგ”, – თქვა მან, რითაც იანვარში იმავე ხაზზე მომხდარი ავარია იგულისხმა, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა.
ესპანეთში გასული კვირას მომხდარი ავარია ევროპის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა და ესპანეთის ყველაზე მძიმე შემთხვევაა 2013 წლის შემდეგ.
პუენტემ ასევე დასძინა: „მე არა მხოლოდ ვტოვებ ტრანსპორტის მინისტრის პოსტს, არამედ… ჩემი სახელიც გამომაქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სიებიდან“.


