ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლაშა ბერიძე - არ მესმის მორალური დანამუსება, რატომ არ უნდა გამოვიდე გარეთ, რადგან შესაძლებლობა მომეცა, ის გამოვიყენე და გამოვედი, ამის გამო სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ - ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყო

არ დავიწყებ თვალთმაქცობას, არ მინდოდა ციხეში ჯდომა და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

ლაშა ბერიძე - არ მესმის მორალური დანამუსება, რატომ არ უნდა გამოვიდე გარეთ, რადგან შესაძლებლობა მომეცა, ის გამოვიყენე და გამოვედი, ამის გამო სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ - ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყო
ფოტო: ინტერპრესნიუსი

არ დავიწყებ თვალთმაქცობას, არ მინდოდა ციხეში ჯდომა და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მე ამას ვხედავ, როგორც შესაძლებლობას - ერთი რამ, რაც ჩამოყალიბებულად ვიცი, ის არის, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ დავნებდეთ. ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყო, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის პატივს ვცემ ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ არანაირი ფორმით არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვნად თავისუფლებას მიიჩნევს.

“ყველას თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება აქვს მისაღები. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, ვინც გადაწყვიტა, რომ არანაირი ფორმით არ ითანამშრომლოს. მე პირადად მიმაჩნია, რომ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ. მე არ დავიწყებ თვალთმაქცობას, არ მინდოდა ციხეში ჯდომა და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მე ამას ვხედავ, როგორც შესაძლებლობას. რეჟიმმა გააღო კარები და თქვა, რომ აი, ასე თუ იქნება, გამოხვალთ, თუ არადა 7 წელი უნდა იჯდე. 7 წელი თუ “ქართული ოცნება” უნდა იყო ხელისუფლებაში, ისევ ციხეში ჯდომა მირჩევნია. არანაირად არ მესმის მორალური დანამუსება, რატომ არ უნდა გამოვიდე გარეთ და არ უნდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით. არიან ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს მეთოდებით ბრძოლა გადაწყვიტეს, მაგრამ მე სწორად მიმაჩნია, რომ რადგან შესაძლებლობა მომეცა, ის გამოვიყენო და გამოვედი. ამის გამო, რაღაც მორალურ სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ და არც არავის არ დავანამუსებ.

ერთი რამ, რაც ჩამოყალიბებულად ვიცი, ის არის, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ დავნებდეთ. როგორ, რა ფორმით, ვისთან ერთად ვიდგებით და რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ამას დრო, გარკვევა და უკეთესი გზების მოძებნა სჭირდება. მაგრამ, რომ არ გავაგრძელოთ, მაშინ საერთოდ რამეს რატომ ვაკეთებთ. ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყო. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ როგორც ერთი ადამიანი, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური და მოვითხოვო, რომ ჩვენ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, ჩვენ ეს ნამდვილად გვეკუთვნის. ასევე, აუცილებელია მხარი დავუჭიროთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას”, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

რაც შეეხება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს, ლაშა ბერიძის თქმით, ის კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ “ხალხს მახე დაუგეს”.

“იმ აზრზე ვრჩები, რომ 4 ოქტომბერს ხალხს მახე დაუგეს. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ჯგუფში ვინმე მოღალატე იყო, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ და არც დავაბრალებ. გამორიცხვა და დაბრალება იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც რაღაც ინფორმაცია გაქვს. მე იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას ვაორგანიზებდი, სრული რწმენა მაქვს. ეროვნულ კრებას ხაზს გავუსვამ და არავითარ შემთხვევაში სხვა რამეს. ყველას სრული რწმენა მაქვს და ყველას სრულად, ბოლომდე მხარს ვუჭერ, მათთან ერთად ყველანაირ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. ათონელზე რომ მივდიოდით, არაფერს ველოდით, უბრალოდ მივდიოდით, რომ პრეზიდენტის სასახლესთან პროტესტი გაგვეგრძელებინა, ეს ღობე იყო ხაფანგი. ტრიბუნებიდან გაცხადების შემდეგ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მივდიოდით, იქიდან ერთ წუთში უკვე ღობე გადაქცეული იყო. მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი. 4 ოქტომბერი მშვიდობიან დემონსტრაციაზე მეტი იყო, ამ შეხვედრაზე ხალხმა თავისი სათქმელი თქვა”, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ლაშა ბერიძემ და მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს. ისინი ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ლაშა ბერიძე - არ მესმის მორალური დანამუსება, რატომ არ უნდა გამოვიდე გარეთ, რადგან შესაძლებლობა მომეცა, ის გამოვიყენე და გამოვედი, ამის გამო სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ - ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყოპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ