ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოს 2 156 მოქალაქე დააბრუნეს - რეადმისიის სტატისტიკა

იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოს 2 156 მოქალაქე დააბრუნეს - რეადმისიის სტატისტიკა
ფოტო: პრაიმტაიმი

2026 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 745 პირზე გაიცა. ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში კი რეადმისიას 2 156 მოქალაქე დაექვემდებარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2026 წლის მე-3 კვარტალში რეადმისიის სულ 753 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 8 პირზე გაიცა.

როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 2026 წლის ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, რომელსაც რეადმისიის მაჩვენებლით მოსდევს ირლანდია და საფრანგეთი.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 11:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ