იმედი L x RKENA - პარტნიორობა, რომელიც 2026 წლის სეზონის ყველა ორთაბრძოლას გააერთიანებს | Marketer
ცოტა ხნის წინ ქართული MMA-ს გულშემატკივრები საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდნენ - RKENA-მ ამერიკულ ორგანიზაცია PFL-ს უმასპინძლა, რამაც ადგილობრივ მებრძოლებს
ცოტა ხნის წინ ქართული MMA-ს გულშემატკივრები საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდნენ – RKENA-მ ამერიკულ ორგანიზაცია PFL-ს უმასპინძლა, რამაც ადგილობრივ მებრძოლებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ახალი გზა გაუხსნა. ოქტაგონზე დაძაბული დაპირისპირებების პარალელურად, არენის მიღმა მოწყობილ სივრცეებშიც მაღალი აქტივობა იყო. ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი გახლდათ იმედი L, რომელმაც სპეციალური ინტერაქციული ზონა მოაწყო და კრივის მოყვარულებს უმასპინძლა. ამ სივრცეში საკუთარი ძალები ოთხასამდე სტუმარმა მოსინჯა და დღის ბოლოს, საუკეთესო დარტყმის მქონე მონაწილეებიც გამოვლინდნენ. დეტალებზე იმედი L-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი ლიკა მოშიაშვილი გვესაუბრა.
M როგორ უკავშირდება ეს თანამშრომლობა კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიასა და ბრენდის პოზიციონირებას
ღონისძიება, სადაც RKENA-მ ამერიკულ ორგანიზაცია PFL-ს უმასპინძლა, ქართული MMA-სთვის დიდი ნაბიჯია და ჩვენი სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა. იმედი L უკვე მეორედ გახდა ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი. ჩვენ მუდმივად ვუდგავართ გვერდით ისეთ წამოწყებებს, რომლებიც ადამიანებს განსხვავებულ და ღირებულ გამოცდილებას სთავაზობს.
M რატომ გადაწყვიტეთ ღონისძიებაზე ინტერაქციული სივრცის მოწყობა და რა გინდოდათ, რომ დამსწრეებს ამ გამოცდილებიდან დამახსოვრებოდათ
თავიდანვე შევთანხმდით, რომ სტანდარტული სტენდის შექმნას, რომელსაც სტუმრები გვერდს ჩაუვლიდნენ და მხოლოდ შეათვალიერებდნენ, აზრი არ ჰქონდა. გვინდოდა, შეგვეთავაზებინა აქტივობა, რომელსაც საკუთარ თავზე მოირგებდნენ და მთელი ამ ამბის მონაწილეები თავად გახდებოდნენ.
კრივის აპარატი ამ ჩანაფიქრს იდეალურად შეესაბამებოდა, რადგან ის ზუსტად პასუხობდა ღონისძიების ხასიათს და იმ ემოციებს, რის გარშემოც ხალხი შეიკრიბა. იმედი L-ის შეჯიბრებაში ჩართვა ზოგისთვის საკუთარი ძალის ტესტი იყო, სხვისთვის – გამარჯვების ჟინი, ბევრისთვის კი – მეგობრის თუ ოჯახის წევრის გულშემატკივრობა. ერთმა აქტივობამ თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გამოცდილება შეუქმნა.
M რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ასეთი ფორმატი ბრენდსა და მომხმარებელს შორის კავშირის შესაქმნელად
იმედი L-ის სივრცე მორგებული იყო ღონისძიების ხასიათზე და სტუმრებს მისცა საშუალება, თავად გამხდარიყვნენ ამ ამბის ნაწილი. მთელი დღის განმავლობაში, ნაკადი არ შეწყვეტილა, პირველი ათეულის სია მუდმივად იცვლებოდა და მონიტორზე რეიტინგის ნახვა ყველას შეეძლო. ჩვენმა სივრცემ 400-მდე ადამიანს უმასპინძლა. თამაშში პროფესიონალი სპორტსმენებიც სიამოვნებით ჩაერთვნენ. ქალებს შორის საუკეთესო შედეგი 2111 ქულა იყო, მამაკაცებში კი – 2515 ქულა.
საღამოს გამარჯვებულებს საჩუქრად სქროლი გადავეცით. ვფიქრობ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, რადგან სტუმრებმა იმედი L-ის სივრცე პოზიტიურ ემოციებთან, ენერგიულობასთან და სასიამოვნო გამოცდილებასთან დააკავშირა.
M RKENA-სა და ამერიკული PFL-ის პარტნიორობა ქართული MMA-სთვის მასშტაბური მოვლენაა. რას ნიშნავს ასეთი სპორტული დღის მხარდაჭერა იმედი L-ისთვის და როგორ ეხმიანება ის კომპანიის მიზანს, ხელი შეუწყოს ქართულ სპორტსა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას
ამ მასშტაბის პროექტის მხარდაჭერა იმედი L-ისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და თან კარგი შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის წინსვლაში. მსგავსი ღონისძიებები ქმნის ძლიერ პლატფორმას, რომელიც ჩვენს სპორტსმენებს გლობალური აუდიტორიის წინაშე წარმოაჩენს.
ჩვენი პარტნიორობა სცდება სპონსორობის ფარგლებს და იქცევა იმ დიდი პროცესის ნაწილად, რომელიც ქართული სპორტის გაძლიერებას, მის საერთაშორისო აღიარებას და მომავალი თაობისთვის ახალი გზების გახსნას ემსახურება.
M იმედი L RKENA-ს ღონისძიების მზღვეველი უკვე მეორედ გახდა. როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა და როგორ აპირებთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას მომავალში
RKENA-სთან ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ განვლილი ივენთებით არ შემოიფარგლება. იმედი L მხარს დაუჭერს 2026 წელს გამართულ RKENA-ს ყველა ღონისძიებას. ამასთან, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ყველა იმ ინიციატივის ქომაგი, რომელიც ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
[R]
SAY.GE · ორთაბრძოლა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

