გიორგი გაბუნია - როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი, არ ვიცი - ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს, ალბათ, ფონ დერ ლაიენთან, კოსთან, კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა
როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები.. , - ამის
04.11.2026 / 00:26
გიორგი გაბუნია - როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი, არ ვიცი - ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს, ალბათ, ფონ დერ ლაიენთან, კოსთან, კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა
როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები.. , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.
გაბუნია სავარაუდოდ ეხმაურება "ევრონიუსის" ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელის თაბახმად, ევროპელ ლიდერებს კობახიძესთან ფოტოს გადაღება არ სურთ.
"ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა", - წერს გაბუნია.
კონტექსტისთვის, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.კერძოდ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს“.
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.
SAY.GE · გაბუნია (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
გიორგი გაბუნია - ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ, ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ ფერფლშია გახვეული უკრაინაფრონტნიუსი · 00:16
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

