პრემიერი: ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა 90%-ზე მეტია, რაც მოწმობს, რომ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით
„ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შესრულების...
„ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს სერიოზულ დამოკიდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
„რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას და DCFTA-ის. მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი და ამაზე შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ შესაბამის ვალდებულებებს. შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, გახსოვთ, იგივე 12 პუნქტი, 9 პუნქტი. ოპოზიცია არ შეუერთდა შესაბამის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით და ორად ორი პუნქტი იყო, რაც პრინციპულად არ შევასრულეთ. ერთი ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მათ შორის ე.წ. „ვეთინგის“ მეშვეობით და მეორე ეხებოდა უცხოური აგენტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაბარებას. იყო ორად ორი პუნქტი, რომელიც არ შევასრულეთ. სხვა პუნქტებზე სერიოზულად ვიმუშავეთ და დავდეთ შესაბამისი შედეგები. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება არის სერიოზული, დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
SAY.GE · ასოცირება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


