კახა კალაძე სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს - ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ
ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ
03.11.2026 / 20:04
კახა კალაძე სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს - ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ
ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც სადგურის მოედანზე გადასასვლელ ხიდზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მიმართა.
კახა კალაძის განცხადებით, ვიცე მერი, გიორგი ტყემალაძე შეხვდება საინიციატივო ჯგუფს და დაიწყება საკითხის დეტალური მოკვლევა.
„გუშინ მოხდა სამწუხარო ფაქტი სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი და შექმნა ძალიან დიდი პრობლემა. ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდნენ დახმარებას, თუ შეგვიძლია რაიმე სახით გავუწოდოთ ხელი. მე მქონდა პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და პრემიერმა დაგვავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი. ვიცე მერი, ბატონი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს, მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

