წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ა.ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას 4 ნოემბრის 10:00 საათიდან 5 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ალ.ჭავჭავაძის, ძმები ზუბალაშვილების, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, ლესია უკრაინკას, არსენა ოძელაშვილის, რუსთაველის გამზ. N 20, 22, ტარას შევჩენკოს და ზაალ ქიქოძის ქუჩებს.
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 03.11.2026, 19:39. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა
