სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კახა კალაძე - რაც საქართველოში ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს

საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი

კახა კალაძე - რაც საქართველოში ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 19:22

კახა კალაძე - რაც საქართველოში ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების  მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს

საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა და საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.

„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ეს უმძიმესი დანაშაულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.

„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა ცოცხლად დაეწვათ პოლიტიკოსები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 19:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

კახა კალაძე: საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღესინფო 9 · 18:55 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ