სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან - ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება, ჩვენ არ ვართ მარიონეტები

ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ

ირაკლი კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან - ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 20:09

ირაკლი კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან - ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება, ჩვენ არ ვართ მარიონეტები

ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან, სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.

„ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა კარგი იყო, რომელსაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან,პრემიერის თქმით, მისი გუნდი ოპტიმიზმით სავსეა,რომ ტენდენციები შეიცვლება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა განსხვავებული მიდგომა.

„70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა - მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები,"- განაცხადა პრემიერმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 20:09. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

ირაკლი კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან - ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება, ჩვენ არ ვართ მარიონეტებიპალიტრანიუსი · 00:00 ირაკლი კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიანფრონტნიუსი · 20:25 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ