სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა - Batumelebi

პროკურატურა • ტრეფიკინგი • შსს •

ბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

დღეს, 3 ნოემბერს, პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 11 წლის არასრულწლოვანის შრომით ექსპლუატაციას – დედა და მისი მეგობარი, 11 წლის მოზარდს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ 2024 წლიდან.

„ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ.

ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით  წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 03.11.2026, 15:31. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ