სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების დაგეგმილ შეხვედრაზე - აგენტურა პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ - წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან, არამედ დამკვეთებთან

აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ,

ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების დაგეგმილ შეხვედრაზე - აგენტურა პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ - წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან, არამედ დამკვეთებთან
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 12:27

ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების დაგეგმილ შეხვედრაზე - აგენტურა პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ - წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან, არამედ დამკვეთებთან

აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც იქნება საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის დღეს დაანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი სულაც არაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქართველ ხალხთან კი არ მიდიან სალაპარაკოდ, არამედ "უცხოელ დამკვეთებთან".

ზარქუა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია "უცხოელი პატრონებისგან იმართება" და ეს შეხვედრა ამის მორიგი ლუსტრაციაა.

"ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. აგენტურა საკუთარ პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, თუ როგორ შეიძლება რომ პატრონებმა გადაარჩინონ. წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა პარტიების რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან... 5 პარტიის გასამართლება მიდის. ჩვენი ხედვით, ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. აქცია დააანონსეს და 300 კაციც ვერ შეკრიბეს, იმიტომ რომ დასაყრდენი არ აქვთ. ის ვინც დასაყრდენი იყო, ისინიც განერიდნენ, რადგან გაიაზრეს, ესენი როგორ ატყუებდნენ. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ეს უსამშობლოთა პარტიები, პირველ რიგში, თავიანთ ამომრჩეველთან კი არა, თავიანთ დამკვეთებთან, პატრონებთან მივიდნენ. ხვდებიან ელჩებს.

ჩვენ ვართ მართლები ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან, ქართულ ეკლესიასთან და ბუნებრივია, ამიტომ ვართ ასე თამამები და ძლიერები ამ უსამშობლოებთან და მათ აგენტურასთან ბრძოლაში," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ დიპლომატებს შეხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს 20 ოქტომბერსაც შეხვდნენ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 12:27. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ