ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით,
03.11.2026 / 12:00
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენჯერმე დაარღვიეს აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე, უშუალოდ იმ მონაკვეთზე, სადაც მდინარე ფსოუს გავლით აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება“, - აღნიშნა ლატიპოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, „დრონებით თავდასხმის დროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „ფსოუს“ მუშაობა დროებით ჩერდება და სასაზღვრო სამსახურები საზღვრის გადამკვეთი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს იღებენ“.
ლატიპოვმა ასევე განაცხადა, რომ სასაზღვრო კონტროლის უწყებები და სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს ხმარობენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ლატიპოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორც რკინიგზის ხაზს, ასევე სოხუმში ხელახლა გახსნილ აეროპორტს, „რადგან მგზავრთა ნაკადი, მათ შორის რუსეთიდან, იზრდება“.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიესპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
