რატი იონათამიშვილი: ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ, დღეს საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ,...
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ, დღეს მათ საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია.
„ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ, უსამართლოდ, „დემოკრატიის უკუსვლის“ გამო, დღეს კი ვხედავთ, რომ დემოკრატია დასაცავი ევროპაში გახდა და ამ ევროპაში დემოკრატიის დაცვის პროცესში საქართველო მათთვის უკვე მაგალითადაც კი იქცა.
რასაკვირველია, სინამდვილეში, ცვლილებები, რომელიც ჩვენ შეგვქონდა მანიფესტაციების შესახებ კანონში, გამჭვირვალობის კანონში, სხვა მიმართულებით, სწორედ დემოკრატიის დასაცავად იყო მიღებული და ის ძალადობა, რომელსაც ეს ევრობიუროკრატები აქ აქეზებდნენ და ახალისებდნენ, დღეს მათ საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია.
მაგრამ, თუნდაც ის, რომ დღეს საკუთარ ქვეყნებში მათი შეხედულებები, გადაწყვეტილებები, შეფასებები რადიკალურად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც საქართველოს მიმართებით ჰქონდათ, ვფიქრობ, პირველ რიგში, ამ ევრობიუროკრატებს, თუ უნდათ, რომ საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინონ, ბოდიში უნდა მოუხადონ საქართველოსა და ქართველ ხალხს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
SAY.GE · აქეზებდნენ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

