სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს - ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა

ირანმა ვაშინგტონს მკაცრი პასუხი გასცა და თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფება, ახლა, ომის თავიდან ასაცილებლად,

ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს - ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 11:30

ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს - ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა

ირანმა ვაშინგტონს მკაცრი პასუხი გასცა და თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფება, ახლა, ომის თავიდან ასაცილებლად, ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„რეგიონის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს, თუმცა მან აშშ-ს მკაცრი და რაციონალური პასუხი გასცა. ახლა ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა“, - აღნიშნა ღალიბაფმა.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი კიდევ ერთ „სტრატეგიულ შეცდომას“ დაუშვებს, ახალი ბრძოლის ველის წინაშე აღმოჩნდება და გამოსავლის პოვნა იმაზე მეტად გაუჭირდება, ვიდრე ახლა უჭირს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 11:30. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ