სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

როგორ აქცევს Loop Agency უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას საიმედო და კომფორტულ პროცესად | Marketer

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ადამიანებისთვის ხშირად ცხოვრების ახალ ეტაპს, დამოუკიდებლობას ან დიდი ხნის ნაშრომი თანხის დაბანდებას უკავშირდება. თუმცა ადგილობრივ

როგორ აქცევს Loop Agency უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას საიმედო და კომფორტულ პროცესად | Marketer
ფოტო: მარკეტერი

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ადამიანებისთვის ხშირად ცხოვრების ახალ ეტაპს, დამოუკიდებლობას ან დიდი ხნის ნაშრომი თანხის დაბანდებას უკავშირდება. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ეს პროცესი დღესაც უამრავ გაუგებრობასთან, უსასრულო სატელეფონო ზარებთან და სტრესთან ასოცირდება. როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას გვერდით მშვიდი და საიმედო გზამკვლევია საჭირო, მომხმარებელი ხშირად მარტო რჩება. Loop Agency სწორედ ამ ქაოსის მოსაწესრიგებლად გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა სიმონიამ საბანკო სექტორის სიზუსტე, დეველოპერული მარკეტინგის გამოცდილება და გაყიდვების პრაქტიკა ერთ გუნდში შეკრიბა. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანური მიდგომა, სრული გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინტერესების რეალური დაცვა გახდა, სადაც კლიენტმა თავიდანვე ზუსტად იცის, ვინ არის პასუხისმგებელი მის საქმეზე და რა ნაბიჯი გადაიდგმება შემდეგ. ახალგაზრდა გუნდი თბილისის ცენტრალური უბნებიდან იწყებს, პარალელურად ქმნის სპეციალურ პლატფორმას უცხოელი ინვესტორებისთვის და სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასაც გეგმავს. რას ეფუძნება მათი მიდგომა, როგორ ახერხებენ ბაზარზე მომსახურების კულტურის შეცვლას და რა გეგმები აქვთ წინ, ამ თემაზე ნიკა სიმონია გვესაუბრა.

M: ვინ ქმნის Loop Agency-ს და რა საერთო მიზანმა გაგაერთიანათ უძრავი ქონების ბაზარზე?

Loop Agency ჩემი, ინიციატივით შეიქმნა. დღეს სააგენტოს განვითარებაზე ჩემთან ერთად მუშაობენ ავთანდილ სვიმონიშვილი, თამთა მუხრანელი, ნუცა ხუციშვილი, ნინი რუხაძე, ლუკა ერქომაიშვილი, თემიკო ხაზარაძე, სანდრო კორკოტაშვილი, ანი ამბოკაძე და ნანუ ველიჯაშვილი.

უძრავი ქონების ბაზარზე დავინახეთ მნიშვნელოვანი საჭიროება: მომხმარებლებს სჭირდებოდათ უფრო მაღალი სტანდარტის მომსახურება, მეტი სანდოობა და პროფესიონალური მიდგომა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც მკაფიო ხედვით, მაღალი ხარისხის სერვისითა და პასუხისმგებლიანი საქმიანობით იქნებოდა გამორჩეული.

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ხედვა აქვს. ეს გამოცდილება გავაერთიანეთ და ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც სერვისის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს მოიცავს. გვაერთიანებს საერთო მიზანი: უძრავი ქონების შეძენისა თუ გაყიდვის პროცესში მომხმარებლის გვერდით იყოს პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც მის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს და პროცესს პროფესიონალურად გაუძღვება.

M: კონკრეტულად რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ კერძო კლიენტებსა და დეველოპერულ კომპანიებს?

Loop Agency თბილისის ცენტრალურ უბნებზე სპეციალიზებული უძრავი ქონების სააგენტოა. ჩვენი საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კერძო მომხმარებლების მხარდაჭერასა და დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობას.

მყიდველებს ვეხმარებით მათ ბიუჯეტზე, საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული ქონების შერჩევაში. გამყიდველებთან კი ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ, რაც გულისხმობს: ქონების წარდგენის სტრატეგიის შემუშავებას, ფოტო-ვიდეო და სხვა სახის კონტენტის მომზადებას, სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრასა და მართვას, დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციასა და ვიზიტების ორგანიზებას.

ჩვენი მიზანია, მეპატრონეს გაყიდვის პროცესში მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. პროცესის მართვას სრულად ვიღებთ საკუთარ თავზე – ქონების მომზადებიდან და პრეზენტაციიდან ვიდრე მყიდველთან მოლაპარაკებასა და გარიგების დასრულებამდე.

დეველოპერულ კომპანიებს ვთავაზობთ მარკეტინგისა და გაყიდვების აუთსორსინგს, რაც მოიცავს პროექტის სტრატეგიის შემუშავებას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და გაყიდვების პროცესის უწყვეტ მართვას.

M: რა პროფესიულ გამოცდილებასა და კომპეტენციებს ეფუძნება თქვენი გუნდის საქმიანობა?

ჩემი პროფესიული გზა საბანკო სფეროდან დაიწყო. „თიბისი ბანკში“ სამწლიანმა მუშაობამ მომცა მნიშვნელოვანი გამოცდილება საბანკო პროდუქტების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ანალიტიკის მიმართულებით. მოგვიანებით სხვადასხვა კომპანიაში გავაგრძელე საქმიანობა, თუმცა უძრავი ქონება ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ყოველთვის წამყვან ადგილს იკავებდა.

უძრავი ქონების სფეროში საქმიანობა „Area Group-ში“ დავიწყე, მეორად ბაზარზე აგენტის პოზიციაზე. შემდეგ „Orbi Group-ში“ გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობდი, „Prizma Capital-ში“ კი – დეველოპერული პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. მოგვიანებით „Materia Development-ში“ კომერციული დირექტორის პოზიცია დავიკავე. ამ გამოცდილებამ შესაძლებლობა მომცა, უძრავი ქონების სფერო სხვადასხვა რაკურსით შემესწავლა – მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობიდან დაწყებული, პროექტის გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიული მართვით დასრულებული.

Loop Agency-ში ამ გამოცდილებას გუნდის წევრების მრავალფეროვანი უნარები ემატება. გაყიდვებსა და კლიენტთა მომსახურებასთან ერთად, გუნდში ვაერთიანებთ მარკეტინგის განსხვავებულ კომპეტენციებს: ვიდეოკონტენტის შექმნასა და მონტაჟს, რეკლამირებას, კამპანიების დაგეგმვას, დიზაინსა და ბრენდინგს. სწორედ ეს სინერგია გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს სრულყოფილი და შეთანხმებული მომსახურება შევთავაზოთ.

M: რა გამოარჩევს სააგენტოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან?

ჩვენი მიდგომის საფუძველია მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება – იქნება ის მყიდველი, გამყიდველი თუ დეველოპერი.

გვინდა, მომხმარებელმა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პროფესიონალთა გუნდს თამამად ანდოს და დარწმუნებული იყოს, რომ თითოეულ ეტაპს უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მყიდველს ვეხმარებით მისი მიზნებისა და შესაძლებლობების შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში; გამყიდველს – ქონების სწორად პოზიციონირებასა და გაყიდვის პროცესის ეფექტიან მართვაში; დეველოპერს კი – პროექტის მარკეტინგისა და გაყიდვების წარმართვაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ზუსტად იცოდეს, რა ეტაპზეა პროცესი, ვინ არის პასუხისმგებელი და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამგვარად, მომსახურება მისთვის სრულიად ორგანიზებული, გამჭვირვალე და კომფორტული ხდება.

M: რას გულისხმობს თქვენთვის მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტი?

მაღალი ხარისხის სერვისი ჩვენთვის, პირველ რიგში, მომხმარებლის ინტერესების დაცვას ნიშნავს – როგორც ქონების შეძენის, ისე მისი გაყიდვის პროცესში.

ეს იწყება მომხმარებლის საჭიროებებისა და მიზნების ყურადღებით მოსმენით. მყიდველს ვაწვდით ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას, რაც გადაწყვეტილების გააზრებულად მიღებაში ეხმარება; გამყიდველთან კი ვმუშაობთ ისე, რომ ქონების წარდგენა და გაყიდვის ეტაპები სრულად პასუხობდეს მის მოლოდინებს.

ჩვენთვის უმთავრესია გამჭვირვალე კომუნიკაცია, შეთანხმებული პირობების პირნათლად შესრულება და თითოეულ ნაბიჯზე პასუხისმგებლობის აღება. გვინდა, მომხმარებელმა გადაწყვეტილება მიიღოს საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე და იცოდეს, რომ მისი ინტერესები მთელი პროცესის განმავლობაში საიმედოდაა დაცული.

M: რა პერსპექტივას ხედავთ უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით?

უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ვხედავთ. ჩვენი მიზანია, მათ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროექტები და საინვესტიციო შეთავაზებები სანდო, გასაგები და სტრუქტურირებული სახით გავაცნოთ.

ამჟამად ვმუშაობთ პლატფორმის შექმნაზე, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ექსკლუზიურ პროექტებსა და უძრავ ქონებას. მისი მეშვეობით უცხოელ ინვესტორებს გავუმარტივებთ კონკრეტული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და მათ ურთიერთშედარებას. გვინდა, ეს პლატფორმა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ გამორჩეულ რესურსად ჩამოყალიბდეს და საერთაშორისო აუდიტორიას ადგილობრივი უძრავი ქონების უკეთ გაცნობაში დაეხმაროს.

M: როგორია Loop Agency-ს გაფართოების სტრატეგია და სამომავლო გეგმები?

ჩვენი პირველი ამოცანაა თბილისის ბაზარზე მყარი საფუძვლის შექმნა – სანდო რეპუტაციის დამკვიდრება, გამართული სერვისისა და ძლიერი, პროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბება.

ამის შემდეგ ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი გვსურს, ჩვენი მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ და საერთაშორისო ბაზრებზე განვვითარდეთ.

ზრდასთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი დარჩება: შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მკაფიო პასუხისმგებლობა და გუნდი, რომელსაც მისი ინტერესების საუკეთესოდ დაცვა შეუძლია.

[R]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 03.11.2026, 11:00. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ