სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

JARED LETO საქართველოში - Thirty Seconds to Mars 27 მაისს კონცერტს გამართავს

27 მაისს საქართველო მსოფლიო დონის მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყანას ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Thirty Seconds to Mars,

JARED LETO საქართველოში - Thirty Seconds to Mars 27 მაისს კონცერტს გამართავს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 08:25

27 მაისს საქართველო მსოფლიო დონის მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყანას ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Thirty Seconds to Mars, ჯარედ ლეტოსა და შენონ ლეტოს შემადგენლობით ეწვევა. ღონისძიება რუსთავის მოტოპარკში გაიმართება, ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ს პლატფორმაზე 30 ოქტომბერს დაიწყო.

კონცერტი სპეციალური მსოფლიო ტურნეს - A Beautiful Lie vs This Is War - ფარგლებში გაიმართება, რომელიც ჯგუფის იმ ორ საკულტო ალბომს ეძღვნება, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი უნიკალური მუსიკალური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში.

30 Seconds to Mars-ს მსოფლიო მასშტაბით 15 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ჯგუფი ფლობს არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს, მათ შორის MTV-ისა და Billboard-ის აღიარებებს, ასევე შესულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საკონცერტო ტურნეს ჩატარებისთვის.

(R)

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 08:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ