ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება

14 დეკემბერს, ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში, დაგეგმილია, სამების კათედრალის საპატრიარქო - სახელმწიფო

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 12:41

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება

14 დეკემბერს, ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში, დაგეგმილია, სამების კათედრალის საპატრიარქო - სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართული გუნდები იაპონელი მსმენელის წინაშე შეასრულებენ, როგორც ქართულ ტრადიციული მუსიკას, ასევე თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებებს.

15 დეკემბერს კი ქალაქ უშიკუში, სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი „ბასიანი“. ანსამბლი „ბასიანი” იაპონელ მაყურებელს შესთავაზებს ქართული მრავალხმიანობის ნიმუშებს - ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს.

სახელმწიფო კამერული გუნდი კი, ქართულ საგალობლებსა და საგუნდო პროფესიულ მუსიკას შეასრულებს. რეპერტუარში იქნება: გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები.

გუნდების სოლისტებთან ერთად კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ზვიად ბოლქვაძე და ვადიმ შიშკინი.

ღონისძიებები იაპონური ორგანიზაციის „Min-On Concert Association“-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება.

„პროგრამა: 14 დეკემბერი | ტოკიო, ღონისძიება: „Spirit of Georgia“- სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი. Tokyo Metropolitan Theatre Concert Hall 19:00 საათი (კარი იღება 18:30 საათზე)

15 დეკემბერი | უშიკუ (იბარაკის პრეფექტურა). ანსამბლი „ბასიანი“ , სოლო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ქ. უშიკუსა და ქ. თელავს შორის დამეგობრებისა და ქ. უშიკუს დაარსების 40 წლისთავის იუბილეს. Ushiku City Central Lifelong Learning Center Culture Hall 19:00 საათი (კარი იღება 18:30 საათზე)

იაპონიაში სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტები 14 და 15 დეკემბერს გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 12:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ