სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„დროა, პიკური პერიოდისთვის მოვემზადოთ“ - ივანე ჩხაიძე ვირუსების პრევენციაზე

„დროა, პიკური პერიოდისთვის მოვემზადოთ“ - ივანე ჩხაიძე ვირუსების პრევენციაზე
ფოტო: პრაიმტაიმი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის შემთხვევები უკვე გამოვლინდა, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ექიმის თქმით, ვირუსების გავრცელების პიკური მატება დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ახლაა.

„რთული მდგომარეობა არ გვაქვს და მოლოდინიც არ გვაქვს, რომ ოქტომბრის ბოლოს იქნებოდა რაღაც სირთულე ვირუსების თვალსაზრისით. როდესაც ვირუსებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გრიპი გვაქვს მხედველობაში. გრიპის შემთხვევები ქვეყანაში გამოჩნდა, მაგრამ  ერთეული, საგანგაშო და სანერვიულო არ არის. თუმცა, ახლა არის იდეალური პერიოდი იმ მატებისთვის მოვემზადოთ, რასაც პიკური მატება ჰქვია - ველოდებით დეკემბერ-იანვარში. ასე რომ, ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პერიოდი სწორედ ახლა არის“, - ამბობს ექიმი.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 23:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ