ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ფოტო: ფრონტნიუსი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ წარადგინა.კანონპროექტის თანახმად, უქმდება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის რაოდენობასა და გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვა.ცვლილების თანახმად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 02.11.2026, 14:18. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ