ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა იაფდება - დეტალები
„აზერბაიჯანის რკინიგზამ“ (ADY) ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებაზე მგზავრთნაკადის ზრდის გამო ახალი გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, მარშრუტზე რეისების რაოდენობა იზრდება, ხოლო ბილეთების ფასი 30%-ით მცირდება.
კერძოდ, ხვალიდან, 2 ნოემბრიდან აღნიშნულ მიმართულებაზე დღიურად 4 რეისი განხორციელდება, რის შედეგადაც მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზარდება (თითქმის 50%-იანი ზრდა).
ამასთან, უწყების ცნობით, დამატებით რეისებზე იმოქმედებს დაბალბიუჯეტიანი ტარიფებიც. სტანდარტული კლასის (ყოფილი პლაცკარტი) ბილეთის მინიმალური ღირებულება 55 ლარიდან (36 მანათიდან) დაიწყება.
ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ტარიფები შემდეგნაირად განაწილდა:
ბაქო - თბილისი: 82.6 ლარი (54 მანათი);
ევლახი - თბილისი: 67.3 ლარი (44 მანათი);
განჯა - თბილისი: 62.7 ლარი (41 მანათი);
აღსტაფა - თბილისი: 58 ლარი (38 მანათი);
ბოიუქ კესიკი - თბილისი: 55 ლარი (36 მანათი).
შედარებისთვის, ამ დროისთვის Stadler-ის ტიპის მატარებლის კომფორტ-კლასით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობის მინიმალური ღირებულება 118.3 ლარს (77.5 მანათს) შეადგენს, ხოლო განჯიდან - 86.7 ლარს (56.8 მანათს)... სრულად
SAY.GE · თბილისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე

