შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულაჩაური, კოჭობის აგარაკები, მლაშე, ყარსიმაანთკარი, ბოდორნის აგარაკები, მისაქციელი, ნაგლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
SAY.GE · გაითიშება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 02.11.2026, 19:39. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

