გია ვოლსკი - ველოდებით, რომ ევროკომისიის ანგარიში მწვავე იქნება, მაგრამ ვისზე ნაკლები ევროპელები ვართ ან საქციელით, ან პეწით?! - რით გადავედით რუსეთის პოლიტიკის ორბიტაზე?! იმდენ გაზს ან ენერგორესურსს ვყიდულობთ, რასაც ევროპელები ყიდულობენ?!
გადახედონ ევროპაში რა ხდება და მერე იმსჯელონ, რა ფორმულებით შეუტიონ პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს და რომლის ტერიტორიის
გადახედონ ევროპაში რა ხდება და მერე იმსჯელონ, რა ფორმულებით შეუტიონ პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს და რომლის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული - ვისზე ნაკლები ევროპელები ვართ ან საქციელით, ან პეწით?! - რით გადავედით რუსეთის პოლიტიკის ორბიტაზე?! იმდენ გაზს ან ენერგორესურსს ვყიდულობთ, რასაც ევროპელები ყიდულობენ?! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ანგარიში, სავარაუდოდ, მწვავე იქნება.
“ველოდებით, რომ მწვავე იქნება ანგარიში ისევე, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, მაგრამ ამ ანგარიშს აქვს ერთი სერიოზული ნაკლოვანება, რომ იქ მთლიანობაში ლაპარაკია საგარეო კურსის შეცვლაზე და არის მცდელობა იმისა, რომ ბლოკირებული იქნას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებიდან და ფორმატებიდან, რაც არ გამოუვიდათ. აქედან გამომდინარე, რეზოლუცია გამწვავდება, ჩემი აზრით, იმის გამო, რომ რაღაცები, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვერ შეცვალეს.
მოთხოვნებთან დაკავშირებით, მე არა მგონია, რომ ვინმე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტრიბუნასთან გამოვა და იტყვის, რომ “დიახაც, გაუმჭვირვალეობა და შავი ფულია საჭირო, დიახაც, საჭიროა, რომ ჩვენს ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ, ლგბტ პროპაგანდა მიიღონ და ოპერაციებიც ჩატარდეს სქესის შესაცვლელად ან იყოს ერთსქესიანითა ქორწინება”. გამოვიდეს აბა ვინმე და თქვას, თუნდაც ოპონენტმა. ეს მოთხოვნები არის ისეთი, რომელიც არის დაუსაბუთებელი. ჩვენ გვაქვს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონი, რომელიც ყველას უფლებას იცავს. განა ვინმე ადამიანის წინააღმდეგია, რა უმცირესობასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს, ჩვენი მოქალაქეა და კანონი ყველას იცავს, მაგრამ მაინცდამაინც ისე უნდა გააკეთო, რომ ამის გამო შეიქმნას საზოგადოებაში დაპირისპირება და მუშტი-კრივი?! ვეუბნებით, რომ ეს საქართველოში, ტრადიციულ ქვეყანაში გამოიწვევს დაპირისპირებას.
ამ მოთხოვნების მიღმა არაფერი არ არის. თვითონ იღებენ დღეს კანონს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ.
თან, გაცილებით უფრო მძიმე კანონია. რატომ?! თვითონ გადახედონ ევროპაში რა ხდება და მერე იმსჯელონ, რა ფორმულებით შეუტიონ პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს და რომლის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, რისთვის?! ვისზე ნაკლები ევროპელები ვართ, ან საქციელით, ან პეწით?! ბრალეულობა წამოგვიყენეს, რომ რუსეთის პოლიტიკის ორბიტაზე გადავედით. რით?! მაგდენ გაზს, ან ენერგორესურსს ვყიდულობთ, რასაც ევროპელები ყიდულობენ?! თუ მათზე მეტი გვაქვს სტრატეგიული პროდუქტები ნაყიდი?! თუ მათსავით ამ კულისებს მიღმა ლაპარაკით ვართ დაკავებული?! ასე რომ, ასეთი ბრალდებები, პირველ რიგში, ეკუთვნის არა მთავრობას, არამედ მთლიანად ჩვენ საზოგადოებას - ყველას, ვინც ახლა ვერ ხვდება, იმათაც ეკუთვნით,” - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
SAY.GE · ევროკომისია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
