ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კ

ირაკლი კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
ფოტო: ფრონტნიუსი

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია."ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“, -  განაცხადა კობახიძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 02.11.2026, 15:18. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

პრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატებიინფო 9 · 15:09 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ