ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სამეცნიერო კვლევებზე 2025 წელს ₾282 მლნ დაიხარჯა, მკვლევართა 55% ქალია – საქსტატი

სამეცნიერო კვლევებზე 2025 წელს ₾282 მლნ დაიხარჯა, მკვლევართა 55% ქალია – საქსტატი
ფოტო: ნეტგაზეთი

02.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საქართველოში სამეცნიერო კვლევებში 2025 წელს 69 დაწესებულება იყო ჩართული. კვლევებისა და ექსპერიმენტების ჯამურმა ხარჯებმა ₾282 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2%-ით 16 552-მდე გაიზარდა საიდანაც 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% – კაცი.

მკვლევართა 67.5% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8% – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

სფეროების მიხედვით, კვლევებში ყველაზე მეტი 3250 ადამიანი (22.6%) სოციალური მეცნიერების მიმართულებითაა ჩართული.

მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი 22.6% სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, მეორე ადგილზე 22.1%-ით ჰუმანიტარული მეცნიერებებია, ხოლო მესამეზე 18.9%-ით საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი · გამოქვეყნდა 02.11.2026, 12:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ