ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა“ - ახალგაზრდა ფოტოგრაფს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა“ - ახალგაზრდა ფოტოგრაფს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ფოტო: პრაიმტაიმი

ფოტოგრაფი ანა ყაჭეიშვილი ძაღლმა დაგლიჯა. ახალგაზრდა ქალს სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს. განსაკუთრებით დაუზიანდა ხელი, რომლის შესანარჩუნებლად ექიმებმა უმძიმესი ოპერაცია ჩაატარეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც და ორივე ფეხი. 

"ჩემს მეგობარს, ფოტოგრაფ Anna Kacheishviliს ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა.

ანას სხეულზე მრავლობითი, უმძიმესი ჭრილობები აქვს. განსაკუთრებულად დაუზიანდა მარცხენა ხელი, რომელიც ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად მიაკერეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც და ორივე ფეხი. ანა გადარჩა, თუმცა წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული რეაბილიტაცია ელის.

სულ მცირე ორი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მუშაობას ვერ შეძლებს.ამხელა ფინანსურ ტვირთს ერთი ადამიანი მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც რისი შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ.

ერთი ლარიც მნიშვნელოვანია, როცა ბევრნი ვართ.არ დავტოვოთ ანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში მარტო.

მიმღები - ანა ყაჭეიშვილი

#GE18TB7016645064300147

#GE36BG0000000878185200

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 12:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ