საყვარელი კერძების გამოძახება კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა – ახალი ბენეფიტი Bolt Plus-ში | Marketer
შეკვეთის დროს, კალათის ბოლოს დამატებითი გადასახადების დანახვა, ალბათ, არავის უხარია. ყველაზე სასიამოვნო ხომ ის მომენტია, როცა სასურველ კერძს ირჩევ და იცი, რომ
შეკვეთის დროს, კალათის ბოლოს დამატებითი გადასახადების დანახვა, ალბათ, არავის უხარია. ყველაზე სასიამოვნო ხომ ის მომენტია, როცა სასურველ კერძს ირჩევ და იცი, რომ ზედმეტი გამოთვლები აღარ დაგჭირდება. რადგან Bolt Plus-ის გამოწერით მიტანის საფასურზე ფიქრი უკვე წარსულს ჩაბარდა, შენი ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად გადავწყვიტეთ, შემდეგი ნაბიჯი გადაგვედგა.
დღეიდან Bolt Plus-ის ყველა გამომწერი მომსახურების საფასურზე (Service Fee) 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს.
ეს ნიშნავს, რომ შენი საყვარელი კერძების, ყოველდღიური პროდუქტებისა თუ მედიკამენტების გამოძახება კიდევ უფრო ბიუჯეტური და მომგებიანი ხდება. ახალი ფასდაკლება ავტომატურად ვრცელდება ყველა იმ მომხმარებელზე, ვისაც უკვე აქვს Bolt Plus.
თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლია ჩვენი გამოწერის სერვისით, ახლა ნამდვილად საუკეთესო დროა. მომსახურების საფასურზე 80%-მდე ფასდაკლების გარდა, Bolt Plus შენს ყოველდღიურობას შემდეგი ბენეფიტებით ამარტივებს:
- ულიმიტო უფასო მიტანა: შეუკვეთე რამდენიც გინდა – კერძების შერჩევისას თუ შოპინგისას უფასო მიტანა ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე მოქმედებს (ფარავს მიტანის საფასურს მაქსიმუმ 4 ლარის ფარგლებში);
- ყველაფერი, რაც გჭირდება: Bolt Plus-ის ბენეფიტები ვრცელდება ათასობით რესტორანსა და მაღაზიაზე. „მაკდონალდსიდან“ დაწყებული, „გუდვილის“, „ევროპროდუქტის“, PSP-სა და GPC-ის ჩათვლით – საყვარელი გემოები და აუცილებელი პროდუქტები ყოველთვის სწრაფად და მოხერხებულად გაჩნდება შენს კარებთან.
ამ ყველაფრის მიღება თვეში სულ რაღაც 9,99 ლარად შეგიძლია. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც მთავარია – პირველი თვე სრულიად უფასოა!
გამოიწერე Bolt Plus დღესვე, ისარგებლე ახალი 80%-იანი ფასდაკლებით მომსახურების საფასურზე და თავად გამოსცადე, რამდენად მარტივი და კომფორტული შეიძლება იყოს შენი ყოველდღიურობა.
[პარტნიორის კონტენტი]
SAY.GE · გამოძახება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


